შპს ,,თამარიონის " სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ შემუშავებული შეფასების სქემები
qarTuli enisa da
literaturis kaTedra
Sefaseba
k o
m p o n e n t e b i
· Sinao davaleba
teqstze muSaoba
· Txroba
· CarTuloba
· prezentacia
· diskusia
· Sinaarsis interpretacia
· Txzuleba( შინაარსის წერილობით გადმოცემა)
მხატვრული ტექსტის წერილობითი ანალიზი ese
· referati
· testireba
kvleva
მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების კრიტერიუმები
წერის შეფასება |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორი: მაია ინასარიძე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წერითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის
მნიშვნელოვანიაშეფასების
პროცესის უწყვეტობა.
სასურველია, შეფასებაფოკუსირებული იყოს როგორც წერის პროცესზე, ისე წერისპროდუქტსა და წერის პროცესის მიმართ მოსწავლეთადამოკიდებულებაზე.ეს შეიძლება გაკეთდეს როგორ ც სიტყვიერი, ისეწერილობითი ფორმით. აღნუსხვის ისეთი საშუალებები, როგორებიცააშეფასების ცხრილები (სქემები), მოკლე ჩანაწერები, პორტფოლიოები,ხელს უწყობენ ისეთი ინფორმაციის შეგროვებას, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლის წერითი უნარებისა და ინტერესების შეფასებაში.
ამ პროცესში სასურველიაგამოყენებული იყოს როგორც მოსწავლის თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება და მასწავლებლის შეფასება, ასევე სამივეს კომბინაცია.
წერის ყოველ ფორმატს შესაბამისი კრიტერიუმები აქვს. ამ კრიტერიუმებს განსაზღვრავსაუდიტორია, მიზანი და ფორმატი. მოთხრობა განსხვავდება წერილისაგან, ხოლო ორივე განსხვავდება ესესაგან. აქედან გამომდინარე,
განსხვავებულია კრიტერიუმებიც.მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები იცნობდნენ იმ წერითი ფორმატის კრიტერიუმებს,რომელიც შეარჩიეს ან მასწავლებელმა შეურჩია. სასურველია, მასწავლებელმა დამოსწავლეებმა ეს კრიტერიუმები ერთად განსაზღვრონ.
ქვემოთ რამდენიმე სახის წერითი
დავალებისათვის მოცემულია ცხრილის (სქემის) ნიმუშები.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ წერის პროცესის არსიდა მისი მნიშვნელობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასწავლებელმა უნდა შეაფასოსარამარტო წერის პროცესი და პროდუქტი, არამედ მოსწავლის დამოკიდებულება წერისმიმართ. ამისათვის გთავაზობთ კონკრეტული საქმიანობის აღწერას.
წერის პროცესის მიმართ მოსწავლეთა მოსაზრებების მოსმენა
· დაფაზე ან ფურცელზე დაწერეთ დაუსრულებელი წინადადება: "წერის პროცესი ჩემთვის არის..." შესთავაზეთ მოსწავლეებს მცირე ჯგუფებში მსჯელობის შემდეგ წარმოადგინონწინადადების დასრულების ვარიანტები.
· ყველას მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და მათი აზრები დაფაზე ანქაღალდზე დაწერეთ. ზოგიერთი აზრი შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულების
გამომხატველიც იყოს (მაგალითად: დამღლელია, დიდ დროს
მოითხოვს, უინტერესოა და ა. შ.), მაგრამ მნიშვნელოვანია მათი მოსმენა იმისათვის, რომ შემდეგ შესაბამისი მიმართულებით იმუშაოთ.
გამოიყენეთ მოსწავლეთა პასუხები იმისათვის, რომ გადახვიდეთ წერის შესახებდისკუსიაზე. მოსაზრებები განათავსეთ ცხრილში:
„უარყოფით მხარეებში"
შესაძლოა უფრო ბევრი მოსაზრება მოხვდეს, მაგრამ დაეხმარეთმოსწავლეებს იმის გაგებაში, რომ წერა კომუნიკაციის ბუნებრივი საშუალებაადა ხაზიგაუსვით წერითი კომუნიკაციის მნიშვნელობას. აუხსენით, რომ წერის პროცესშიმასწავლებელი და მოსწავლეები ითანამშრომლებენ, ეს მათ სირთულეების დაძლევასა დაწერითი უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
იმისათვის, რომ მოსწავლეთა თანამშრომლობას შევუწყოთ ხელი, ვაწყვილებთ მათ და ვთხოვთ, ერთმანეთის ნაწერის წაკითხვის შემდეგ შეავსონ „აზრთა გაზიარების ცხრილი".
აზრთა გაზიარების ცხრილის ნიმუში
ავტორი ------------------------------------------- თარიღი-----------------------
სათაური ------------------------------------------ ჟანრი/ფორმატი -----------------------
მე წავიკითხენაწერი:
ერთხელ ----- ორჯერ ----- რამდენჯერმე------
ყველაზე მეტად შენს ნაწერში მომწონს შემდეგი მონაკვეთი:__________________________________________________________________________________
აქ კარგად ჩანს:
___________________________________________________________________________________
ერთი ცვლილება, რომლის შეტანაც მიზანშეწონილად მიმაჩნია, შემდეგია:____________________________________________________________________________________
ვფიქრობ, ეს ცვლილება გამართლებულია იმიტომ,რომ_______________________________________________________________________________
ასეთი ცხრილი სასარგებლოა ერთდროულად როგორც ნაწერის ავტორისათვის, ისე შემფასებლისთვის. ერთი მხრივ, მოსწავლეები ივითარებენ ნაწერის რედაქტირების უნარ-ჩვევას, მეორე მხრივ, ეჩვევიან არგუმენტირებულ და სტრუქტურირებულ მსჯელობას.
გთავაზობთ კიდევ ერთ ცხრილს, რომელიც განმავითარებელ შეფასებაზეა ორიენტირებული და მისი გამოყენება სასურველია ნაწერის პირველი (შავი) ვარიანტის შექმნის შემდეგ. ასეთი ცხრილი ეფექტურია როგორც თანატოლთა მიერ ურთიერთშეფასებისათვის, ისე მასწავლებლის მიერ მოსწავლის ნაშრომის პირველი ვერსიის შეფასებისა და განმავითარებელი კომენტარისათვის.
წერითი დავალების შეფასების ცხრილის ნიმუში
მოსწავლე-------------------------------- კლასი------------------------ თარიღი-----------
შენიშვნა: მასწავლებლებს შეუძლიათ ამ ცხრილის მორგება მათ მიერ განსაზღვრული
მიზნებისათვის. ერთი საკონტროლო ცხრილი შეიძლება არ შეიცავდეს ყველა კრიტერიუმს;ნაწერის
რედაქტირება/კორექტირება ადვილად დასაძლევია, როდესაც კონკრეტული და ამასთან ნაკლები კრიტერიუმია დასახელებული.
ერთდროულად განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისათვის ყველაზე ეფექტურია ანალიტიკური
სქემები. მაგალითისათვის გთავაზობთ შინაარსისა (შედარებით დაბალი საფეხურის - IV-VI კლასის მოსწავლეებისათვის) და ესეს შეფასების ანალიტიკური სქემის ნიმუშებს.
წერითი
დავალების შეფასების კრიტერიუმები შინაარსისთვის
I კრიტერიუმი
II კრიტერიუმი
III
კრიტერიუმი
IVკრიტერიუმი
შენიშვნა: აქაც და ქვემოთ მოცემულ ცხრილშიც ღიად არის
დატოვებული ენობრივი შეცდომების რაოდენობა. მათი განსაზღვრა
მასწავლებელს თავად შეუძლია კლასის სპეციფიკის, დავალების სირთულისა და სხვა
ფაქტორების გათვალისწინებით.
ესეს
შეფასების კრიტერიუმები
I კრიტერიუმი
II კრიტერიუმი
III
კრიტერიუმი
IV კრიტერიუმი
V კრიტერიუმი
VI კრიტერიუმი
მოცემულ ცხრილებს (სქემებს) მხოლოდ
სარეკომენდაციო დანიშნულება აქვთ. მათიადაპტირება მასწავლებლებს
შეფასების მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისადშეუძლიათ. |
შეფასება
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment