- რა იცით რომანტიზმისა და კონკრეტულად, ქართული რომანტიზმის შესახებ.
- ნ. ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“ , როგორ არის აღწერილი მთაწმინდა და მისი შემოგარენი.
2-ა) .როდისაა განსაკუთრებით მშვენიერი მთაწმინდა?(,,შემოღამება მთაწმინდაზედ“)
- რა სანახაობა გადაეშალა ,,ტურფას სერზე მდგომარეს“?რომელ შედარებებში იჩინა თავი რელიგიურმა სიმბოლიკამ?(,,შემოღამება მთაწმინდაზედ“)
- ,,მე შენსა მჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება“ რა ავიწყებს პოეტს საწუთროებას?
- როგორ გესმით-,,მაგრამ ვერც ცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს“?
6. რატომ ეუფლება პოეტს ბუნებასთან სულიერი სიახლოვის განცდა?
- რისკენ ისწრაფის „თავგანწირული მხედარი“? („მერანი“)
- ,,უკან მიმჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“(,,მერანი“) რას ნიშნავს ,თვალბედითი“?
- თქვენი აზრით, რისი სიმბოლოა „შავი ყორანი“
- ,,ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი“ რას ნიშნავს ,,მივალალებენ“?
- როგორი გზა აურჩევია მხედარს? („მერანი“)
- როგორია ლექსის შექმნის ისტორია? („მერანი“)
- რა მოჰყვება „განწირულის სულისკვეთებას“? („მერანი“)
- რა კითხვა ჩაესმის პოეტს გამუდმებით და რა შინაგანმა გაორებამ იჩინა თავი? („ხმა იდუმალი“)
- რას ნიშნავს „ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“?(„სულო ბოროტო“)
- რა დაპირებებით უცდუნებია ბოროტ სულს პოეტი? („სულო ბოროტო“)
- როგორ მოვიხსენიოთ ლექსის ლირიკული გმირი ?- გამარჯვებულად, დამარცხებულად , თავგანწირულად, თუ...
- როგორია ლირიკული გმირის განწყობა? („სულო ბოროტო“)
- განსაზღვრეთ ლექსის ძირითადი მოტივი.
- შუა საუკუნეების ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ბოროტება უარსოა, ე. ი. იგი ღვთისგან არ არის დაბადებული(გაიხსენეთ რუსთაველი:,,ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაჰბადებს“).იზიარებს თუ არა ამ თვალსაზრისს,,სულო ბოროტოს“ ავტორი?
- რას ეძებს პოეტი უდაბნოში მდგარ ტაძარში და რა მსხვერპლი გაიღო მან? („ვპოვე ტაძარი“)
- როგორ აისახა ლექსში რომანტიზმისთვის დამახასიათებელი შინაგანი გაორება?
- რისი სიმბოლოა უდაბნო? ტაძარი?
- როგორ გესმით,,მუნ გუნდრუკის წილ შევწირავდი წმინდა სიყვაულს“. რა მსხვერპლი გაიღო პოეტმა?
- რა ბედი ეწია ღვთის ტაძარს... რას არ უცვლია სახე? („ვპოვე ტაძარი“)
- რას გულისხმობს ავტორი სტრიქონში,,და დავალ ობლად ისევ მწირი, მიუსაფარი“?
- რას ანიჭებს უპირატესობას პოეტი – სილამაზეს თუ მშვენიერებას?
- რა არის აუცილებელი მარადიული სიყვარულისათვის („რად ჰყვედრი კაცსა“)
- რას ემსგავსება „მშვენიერ სულთა“ სიყვარული?
No comments:
Post a Comment