Sunday, October 18, 2015

კლასი - მე-9

დარიანული                 (ელენე დარიანის დღიურიდან)დაიტანჯა
     
მაჯა
მარჯნის
     
მძიმე
ჯაჭვის
     
ტარებით,
 
ბევრი ცრემლი
     
დამეხარჯა
 
ერთ ღამის
      
ნეტარებით.დაიტანჯა
      
მაჯა 
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
     
ტარებით.მე ლოყაზე
      
დამრჩა
      
ფარჩა
ცხელ პირის
      
მოკარებით.დაიტანჯა
       
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
      
ტარებით.ჩემ დამტანჯველს
       
ღმერთი
დასჯის
       
ქაჯათ
      
გადაგვარებით.
ჟურნალ ,,ცისფერი ყანწებისორივე ნომერში (1916.) მხოლოდ ერთადერთი ქალის,ელენე დარიანისლექსები დაიბეჭდამკითხველი გააოცა უცნობი პოეტი ქალისთამამმა სტრიქონებმაპოეტი აქამდე უჩვეულო და გაუგონარი სიშიშვლითწარმოაჩენდა სატრფიალო ვნებებს.        ელენე დარიანი სინამდვილეში არ არსებობდაეს იყო პაოლო იაშვილისგამოგონილი ნიღაბირომელსაც ოსტატურად ირგებდა და უცნობი ქალის ინტიმურგანცდებს უნაზეს პოეტურ დღიურებად წამოაჩენდა(მაია ჯალიაშვილი).
       ლალი ავალიანი წერს: ,,პაოლო იაშვილის ,,დარიანულლექსებსგანსაკუთრებული ადგილი უკავია პოეტის შემოქმედებაშიელენე დარიანი პაოლოიაშვილის მარტო ლირიკული გმირი როდიაიგი ,,ავტორია" ,,დარიანული"ლექსებიასა.
      დღეს ,,ელენე დარიანს", ჩვეულებრივპაოლო იაშვილის ფსევდონიმადმიიჩნევენმაგრამ 1915-1924 წლებშიროცა ,,დარიანულილექსები იბეჭდებოდაესწმინდა წყლის ლიტერატურული მისტიფიკაცია იყო.
    ,,დარიანულილექსები დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში: ,,ცისფერ ყანწებში", ,,მეოცნებე ნიამორებსადა ,,ბარიკადში".    ,,დარიანულილექსებიუწინარეს ყოვლისაპაოლო იაშვილის პოეტურიგარდასახვის იშვიათ უნარზე მეტყველებსპოეტი ორმაგი სიძნელის წინაშე იდგა:მას უნდა დაენახა სამყარო არარსებული ლირიკოსი პოეტის და თანაც პოეტი-ქალისთვალით.
       ,,ელენე დარიანის დღიურებშიპაოლო იაშვილმა წარმოგვიდგინა ახალიმისიიმდროინდელი პოეზიისგან საკმაოდ გაბსხვავებული პოეტური სამყარო" (ფრაგმენტი წერილიდან- ,,პაოლო იაშვილი").
             1997 წელს გიორგი ჯავახიშვილმა გაზეთებში ,,ლიტერატურულსაქართველოსადა ,,კალმასობაშიგამოაქვეყნა მასალებირომელთა მიხედვითაცმკვლევარი ასკვნიდარომ ელენე დარიანი იყო ფსევდონიმი ელენე ბაქრაძისაპოეტიქალისარომელიც მეგობრობდა ,,ცისფერყანწელებთან", განსაკუთრებით პაოლოიაშვილთან და სწორედ მას აძლევდა ლექსებს სარედაქციოდამ თვალსაზრისმაპოლემიკა გამოიწვია ლიტერატორთა შორისბევრმა არ გაიზიარა და დღემდესაკამათოდ რჩება.
                                        
                                             პირამიდებში

იქსადაც სდუმან პირამიდები,მზის ქორწილის დროე მე დავწვები მზიფერ სილაზე,იქსადაც სდუმან პირამიდები,
    
                    შენ მომინდები,შენი თვალებიშენი მკლავებიშენი სინაზე.შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
                      
თვალებდანაბული.საყვარელ ხელებს მივეცემიროგორც ნაზ საწოლს,და შენ დამკოცნი ვით დედოფალსვით მხევალს და ცოლს.ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
                                        
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.ლურჯ სფინქსთან მივაუცქერს დიდქანს და დაღონდება.სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

                                                                           /
პაოლო იაშვილი/ 1916 .

No comments:

Post a Comment