XI კლასი კითხვები სასკოლო შემაჯამებელი წერისათვის
- რა იცით რომანტიზმისა და კონკრეტულად, ქართული რომანტიზმის შესახებ.
- გაიხსენეთ ალ. ჭავჭავაძის „ვისაც გსურთ“ , ვის მიმართავს პოეტი?
- რა მიზანს ემსახურება რეფრენი და რა როლი აკისრია მას ლექსში „ვისაც გსურთ“, აზუსტებს თუ აბუნდოვნებს სათქმელს?
- ალ. ჭავჭავაძის ამ ლექსში უხვადაა ალეგორია, ჩამოთვალეთ და განმარტეთ ისინი.
- ალ. ჭავჭავაძის ცხოვრების რომელი ეტაპის გამოძახილია სიტყვები – „განვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას“? („ვაჰ, დრონი, დრონი“)
- იმსჯელეთ და განაზოგადეთ შემდეგი ფრაზა: „უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად“ (ვაჰ, დრონი, დრონი“).
- გაიხსენეთ ლექსი „გოგჩა“ და იმსჯელეთ, როგორ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე ნანგრევთა ხილვა და რა ფილოსოფიური მსჯელობა მოჰყვა წარსულის ნაშთზე საუბარს?
- როგორია პოეტის განცდები თამარის ფრესკის ხილვისას? („თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“)
- რას შესთხოვს პოეტი თამარს და როგორ ესახება პოეტს სამშობლოს აღორძინება?
- როგორია ლექსის ლირიკული გმირის განწყობა და დაძებნეთ პარალელები ლექსის სათაურთან „საღამო გამოსალმებისა“
- ისაუბრეთ მუხამბაზის, როგორც სალექსო ფორმის შესახებ და განმარტეთ, ლექსის ორტაეპიანი რეფრენი მხოლოდ სამკაულია, თუ მთავარი სათქმელის გამომხატველიც („მუხამბაზი“)
- ნ. ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“ , როგორ არის აღწერილი მთაწმინდა და მისი შემოგარენი.
- რისკენ ისწრაფის „თავგანწირული მხედარი“? („მერანი“)
- თქვენი აზრით, რისი სიმბოლოა „შავი ყორანი“
- როგორი გზა აურჩევია მხედარს? („მერანი“)
- როგორია ლექსის შექმნის ისტორია („მერანი“)
- რა მოჰყვება „განწირულის სულისკვეთებას“? („მერანი“)
- რა კითხვა ჩაესმის პოეტს გამუდმებით და რა შინაგანმა გაორებამ იჩინა თავი? („ხმა იდუმალი“)
- რას იწვევს სულიერი ობლობა? („სული ობოლი“)
- რა დაპირებებით უცდუნებია ბოროტ სულს პოეტი? („სულო ბოროტო“)
- რას ნიშნავს „ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“?
- როგორია ლირიკული გმირის განწყობა? („სულო ბოროტო“)
- რას ეძებს პოეტი უდაბნოში მდგარ ტაძარში და რა მსხვერპლი გაიღო მან?(„ვპოვე ტაძარი“)
- რა ბედი ეწია ღვთის ტაძარს... რას არ უცვლია სახე? („ვპოვე ტაძარი“)
- რას ანიჭებს უპირატესობას პოეტი – სილამაზეს თუ მშვენიერებას? და რა არის აუცილებელი მარადიული სიყვარულისათვის („რად ჰყვედრი კაცსა“)
- რას ემსგავსება „მშვენიერ სულთა“ სიყვარული?
- ისაუბრეთ რეალიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ, შეადარეთ რომანტიზმს.
- როგორ გესმით გამოთქმა „მამულის კვამლი“ და ჩანს თუ არა რეალისტი მწერლის ხედვა? („მგზავრის წერილები“)
- რა ჩანს „ფრანსიელის“ სიტყვებში?
- რა საბუთი აქვს ქართველ კაცს, რომ „არ ეჭაშნიკებოდეს“ „თერგდალეულები“?
- როგორია ავტორის არჩევანი – თერგი და მყინვარი, დღე და ღამე?
- როგორ ახასიათებს რუსეთში გატარებულ წლებს ილია და რატომ უწოდებს „ბეწვის ხიდს“?
- რისი გაკეთება სურს მგზავრს თავისი ქვეყნის „გაციებულის გულის გასათბობლად“?
- რით ზომავს რუსი პოდპორუჩიკი ქვეყნის ცივილიზაციასა და განათლების დონეს?
- ვინ და რა დახატა პოდპორუჩიკის სახით ილიამ.
- რას ადარებს მოხევე მშვიდობას და რატომ ირჩევს მთას.
- რას მიახვედრა მგზავრი მოხევის ნათქვამმა და რა კითხვას სვამს ილია ნაწარმოების ბოლოს?
- ახსენით ტაეპის მნიშვნელობა: „შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული“ („მას აქეთ რაკი“)
- როგორ გამოხატავს ლირიკული გმირი თავის საწუხარს?
- რა საერთოს ხედავთ „აჩრდილში“ წარმოდგენილ და „მგზავრის წერილებში“ აღნიშნულ პეიზაჟებს შორის (მყინვარი და თერგი)
- ვის ხედავს ლირიკული გმირი, რისი სიმბოლური გამოხატულებაა იგი?
- რა იყო, მოხუცის აზრით, მთავარი ღირსება წარსულში და რას ადარებს შვილებისაგან მიტოვებულ მამულს?
- როდემდე დაღვრის, მოხუცის აზრით, ქართველი „მწარე ცრემლს“, რაზე ღაღადებს ეს ცრემლი?
- როგორია თანამედროვე ქართველის ზნეობა? რა ღირებულებები გამხდარა მათთვის ფასეული?
- რატომ უწოდებს პოეტი მცხეთას „დიდი ცხოვრების, დიდ აკლდამას“?
- ქართველთა გაერთიანების გარდა, რომელი ტომების გაერთიანებაზე ოცნებობს კიდევ პოეტი და რას მოიტანს ეს ერთობა?
- რისი სახე – სიმბოლოა ცისარტყელა? კიდევ რომელი ნაწარმოები მთავრდება ანალოგიურად?
- ვის მიუძღვნა ილიამ „აჩრდილი“?
- ილიას აზრით, რას უნდა ემსახურებოდეს პოეტი? („ჩემო კალამი“)
- რატომ ამბობს პოეტი უარს „ტაშზე“ ანუ დიდებაზე? როგორი მკითხველის სჯერა მას?
- რა იცით „მამათა და შვილთა“ ბრძოლის შეახებ და რატომ დაიწერა „პასუხის პასუხი“?
- მიჯნავს თუ არა პოეტი თავს კრიტიკის ობიექტისგან? („ბედნიერი ერი“)
- რომელ ორ ტაეპს იმეორებს პოეტი და რა ფუნქცია აქვს ამ გამეორებას.
- რატომ არის, ერთი შეხედვით, დადებითი ეპითეტი უარყოფითი შინაარსის შემცველი.
- რას გმობს პოეტი, არის თუ არა ამ ლექსის ინტონაცია ირონიული?
No comments:
Post a Comment